Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Scholarships offered by the Italian government

იტალიის მთავრობა სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 

2023-2024 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 54 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიების ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:

 

  • სამაგისტრო პროგრამები
  • AFAM-ს კურსები
  • დოქტორანტურა
  • პროექტები თანახელმძღვანელობით
  • იტალიური ენისა და კულტურის კურსები

 

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2023 წლის 9 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).

 

პორტალზე დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოში იტალიის საელჩოს ვებგვერდს.